საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016146
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
416
29/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
200250000.10.003.016146
საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2010 - 10/10/2016)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 416

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-9 ნაწილების საფუძველზე, დამტკიც­დეს:

ა) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება სა­ერ­თაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდე­ლის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარ­მოსათვის არ იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გა­უქმებას (დანართი №1);

ბ) საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთა­შორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდე­ლის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარ­მო­სათ­ვის შეზღუდულია და იწვევს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას (დანართი №2);

გ) მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შე­საძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახა­დის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის (დანართი №3).

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საერთაშო­რი­სო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მისაწო­დე­ბელი საქონლის/მომსახურების სახეობათა დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის №101 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იან­ვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური

 დანართი 1

მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის არ იწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას

1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახა­დის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის მომსახურების მიწოდებისას ამ საერთა­შორისო საწარმოს სტატუსი არ უქმდება მხოლოდ საქართვე­ლოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტის ,,დ.ა“ და ,,დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებათა ან ქვემოთ ჩამოთვლილ მომსახურებათა მიწო­დების შემთხვევაში:

ა) ავტოტექნიკური მომსახურება;

ბ) სწრაფი კვების მომსახურება;

გ) საფოსტო მომსახურება;

დ) სამედიცინო მომსახურება;

ე) სარეკლამო მომსახურება;

ვ) ლაბორატორიული მომსახურება;

ზ) საპროექტო, დიზაინერული მომსახურება;

თ) საექსპედიტორო მომსახურება;

ი) სახანძრო მომსახურება;

კ) ექსპერტიზის მომსახურება.

2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმო­სათვის ნებისმიერი სახის მომსახურების მიწოდების შემთხვე­ვაში, გარდა №1 დანართის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მომსა­ხურებებისა, საერთაშორისო საწარმოს სტატუსი არ გა­უქ­მდება, თუ აღნიშნულ სახეობათა მომსახურების მთლიანი ღი­რე­ბულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.

3. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახა­დის გადამხდელი, აგრეთვე საერთაშორისო საწარმო ვალდე­ბულნი არიან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25- მუხლის მე-3 ნაწილის ქვეპუნქტითა და მე-9 ნაწილით გათვალისწი­ნე­ბული მომსახურების გაწევის/მიღების შესახებ აცნობონ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

დანართი 2

საქონლის ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შეზღუდულია და იწვევს ამ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმებას

1. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასა­ხა­დის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის ქვემოთ ჩამოთვლილი სახის საქონლის მიწოდება შეზღუდულია და ამ საერთაშორისო საწარმოს სტა­ტუსი უქმდება შემდეგი საქონლის მიწოდების შემთხვევაში:

ა) მანგანუმის მადნის წიდა და მანგანუმის მადნის კუდები;

ბ) ოქრო – დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით;

გ) კაკალი – სხვა, ახალი ან გამხმარი;

დ) თხილი;

ე) შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი;

ვ) სპილენძის მადნები და კონცენტრატები;

ზ) სამკურნალო საშუალებები;

თ) ზეთოვან კულტურათა თესლის ან ნაყოფისაგან წმინ­დად და უხეშად დაფქული ფქვილი;

ი) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პრო­დუქცია სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

2. საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარ­მოსათვის №2 დანართის პირველი პუნქტის ,,ა“–,,ი“ ქვეპუნ­ქტებში ჩამოთვლილი საქონლის მიწოდების შემთხვევაში საერ­თა­შორისო საწარმოს სტატუსი არ გაუქმდება, თუ აღნიშნულ სახეობათა საქონლის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლი­ური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.

 

 

დანართი 3

 მომსახურებათა ჩამონათვალი, რომელთა მიწოდება შესაძლებელია საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქარ­თველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოსათვის შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ნებისმიერი სახის მომსახურება.