შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 882
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019008
  • Word
882
24/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019008
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №882

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №404947475) მიერ სერიალ „ტიფლისის“ მეორე სეზონისა და მასთან ერთად, ახალი ისტორიული ჟანრის მხატვრული მრავალსერიანი ფილმის „ქერჩის“ გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისათვის“ სათანადო დახმარების გაწევა და დანართი №1-ით განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა.

პრემიერ-მინისტრი                                                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი 1

 

1. ტროტილი 0,454 კგ–იანი TNT (ბლოკები)–10 (ათი ) კგ.

2. კაფსულ–დეტონატორი /კდ–8/ ალუმინის გარსით –50 (ორმოცდაათი) ცალი.

3. ელ.დეტონატორი /ედპ/ სპილენძის გარსით – 30 (ოცდაათი) ცალი.

4. სადეტონაციო ზონარი – 100 (ასი) ცალი.

5. 7,62X54 მმ ტყვიამფრქვევი – 3 (სამი) ერთეული (დროებით სარგებლობაში).

6. 7,62X54 მმ ვაზნა ,,X“ ფუჭი - 5000 (ხუთიათასი) ცალი.

7. 7,62X54 მმ ვაზნის ლენტი (200 ვაზნაზე) – 6 (ექვსი) ცალი (დროებით სარგებლობაში).

8. შავი დენთი 10 კგ.