შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 828
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019038
  • Word
828
20/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019038
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 828

2015 წლის 20 აპრილი

. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება „ჰიდრო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებულუძრავი ქონებისაღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის36-ემუხლისმე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში მდებარე 1640 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო − კოდი №83.14.08.498) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად − 344 (სამას ორმოცდაოთხი) ლარად, გადასცესშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო ჯორჯიას“ (ს/კ 404943941).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს შპს „ჰიდრო ჯორჯიას“ მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულიუძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ , შპს „ჰიდროლეას“ , შპს „გეოენერჯის“ , შპს „ჰიდრო ჯორჯიასა“ და შპს „სტორი ფაუერს“ შორის2013 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (2014 წლის 29 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული„დებედა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

3. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა  − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით, უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიშესაბამისი ღონისძიებებისგანხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი . ღარიბაშვილი