„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 29/04/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016058
4
29/04/2015
ვებგვერდი, 29/04/2015
010240060.57.069.016058
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №4

2015 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

 

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) დამტკიცებული წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა, გარდა ამ წესის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა. ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვაზე.“.

2.  27-ე მუხლს დაემატოს მე-7–მე-11 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„7. 2015 წლის 1 მარტამდე დადებული ხელშეკრულების შესრულებისას წარმოშობილი შეცვლილი გარემოებებით (ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობა ან/და რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები) გამოწვეული მიმწოდებლის ხარჯის ზრდის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების 10%-მდე გაზრდა, თუ აღნიშნული იწვევს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ზრდას 100 000 ლარზე მეტი ოდენობით, ასევე 10%-ზე მეტით გაზრდა შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, თუ მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლითაც დასტურდება შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას ზემოაღნიშნული გარემოებებით გამოწვეული მიმწოდებლის ხარჯის გაზრდა. წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფს ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდის საკითხის შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდასა და მის ოდენობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას, ხოლო  ექსპერტიზის მომსახურების ხარჯები – მიმწოდებელს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების უცვლელად, მიიღოს გადაწყვეტილება მისაწოდებელი საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს ოდენობის/მოცულობის შემცირებაზე, რაც არ საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებას.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის გაცემისა და მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობის მიღებისთვის საჭირო ვადა მიმწოდებელს არ ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადაში. ეს ვადა ასევე არ იქნება გათვალისწინებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გამოთვლილისას, რაც დამატებით უნდა აისახოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მხარეთა შეთანხმებაში.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტი არ ვრცელდება იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა საგანია სამშენებლო სამუშაოს შესრულება. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არ დაუშვას სამშენებლო სამუშაოს მიმდინარეობის შეჩერება შესაბამისი დასკვნის წარმოდგენამდე.

11. ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით განსაზღვრული დებულებები არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელებულ შესყიდვებზე, აგრეთვე იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელშიც განხორციელებულია ხელშეკრულების ღირებულების სრული ოდენობის წინასწარი ანგარიშსწორება ან რომელშიც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სრულად და გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით განსაზღვრულ დებულებათა ამოქმედებამდე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე