საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი

საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016137
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
24/04/2015
ვებგვერდი, 29/04/2015
010250020.35.135.016137
საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი
შუახევის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/04/2015 - 28/02/2020)

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2015 წლის 24 აპრილი

დაბა შუახევი

 

საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 მარტის №2 დადგენილება, „საპატიო შუახეველის წოდების შემოღებისა და მინიჭეების წესის დამტკიცების შესახებ“  
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე



საპატიო  შუახეველის  წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის  მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი

მუხლი 1. საპატიო შუახეველის წოდება
1. ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია „საპატიო შუახეველის“  წოდება.

2. „საპატიო შუახეველის“  წოდებას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციისა და შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. „საპატიო შუახეველის“  წოდება ენიჭებათ:

ა) შუახევის  მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის:

ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული მიღწევებისათვის;

გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე, შუახევის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

4. „საპატიო შუახეველის“ წოდების მქონე  მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო შუახეველის“  წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა.

5. „საპატიო შუახეველის“   გვარი შეტანილ იქნება „შუახევის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში

6 „საპატიო შუახეველის“  წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „საპატიო შუახეველის“  წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.

7. „საპატიო შუახეველის“  წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისგან უფლებამოსილი პირი.

8. „საპატიო შუახეველის“ წოდების ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ წოდების მიმნიჭებელ ორგანოს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით „საპატიო შუახეველის“  მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან პირის საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.


მუხლი 2. საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის  მუნიციპალური პრემია.
1.  ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული  წვლილისთვის,  ეროვნული იდეების ერთგულებისა და სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ისტორიის მკვლევარი მეცნიერების ღვაწლის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემია.

2. საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი,  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით,  შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციისა და შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

3. საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის პრემია ენიჭებათ პირებს:

ა) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილის,  აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და  მეცნიერული საქმიანობისათვის.

ბ) საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესწავლის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის.

გ) სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ისტორიის გამორჩეული  პუბლიკაციებისა და მეცნიერული კვლევებისათვის.

4. საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის მქონე  მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო მოწმობა, ატრიბუტიკა და ფულადი ჯოლდო 1500 (ათას ხუთასი)  ლარის ოდენობით.

5. პრემია ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია პრემიის მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და პიროვნების  საიუბილეო თარიღის გამო.

6. როგორც წესი პრემია ენიჭებათ საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის საიუბილეო ღონისძიებაზე 2015 წელს და მომდევნო 5 წელიწადში ერთჯერ სელიმობის ღონისძიების ცერემონიალზე კალენდარული წლის 3 ივნისს.

7. პრემიას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისგან უფლებამოსილი პირი.

8. საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის ჩამორთმევა დაუშვებელია .