შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №22 დადგენილებით დამტკიცებულ საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №22 დადგენილებით დამტკიცებულ საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016247
3
28/02/2020
ვებგვერდი, 10/03/2020
010250020.35.135.016247
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №22 დადგენილებით დამტკიცებულ საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2020 წლის 28 თებერვალი

დაბა შუახევი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №22 დადგენილებით დამტკიცებულ საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტს საფუძველზე შუახევიუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №22 დადგენილებით დამტკიცებულ საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესში (გამოქვეყნებული ვებგვერდზე matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.135.016137) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების დანართის პირველი მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საპატიო შუახეველის“ წოდებას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე“;

ა.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „საპატიო შუახეველის“ წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი.“

ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე“

ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პრემიას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი“

გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე, შუახევის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე