დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - გამგეობის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.152.016218 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების – გამგეობის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
1. „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების – გამგეობის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №26 დადგენილებაში (https://matsne.gov.ge; 03/10/2014; 010260020.35.152.016190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი; ბ) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტი; გ) ამოღებულ იქნეს დადგენილების №6 დანართი; დ) ამოღებულ იქნეს დადგენილების №10 დანართი; ე) დადგენილების დანართი №1-ის სახით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“, „ჯ“ და „ჰ“ ქვეპუნქტები: „ხ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის კომუნიკაციას, საკრებულოს სამართლებრივი აქტების, გამგეობის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების და გამგებლის დავალებების ოპერატიულად გაცნობას დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის. უზრუნველყოფს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა კოორდინირებულ მოქმედებას; „ჯ) აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ, აანალიზებს აღნიშნულ ინფორმაციას და წარუდგენს გამგებელს. შეიმუშავებს წინადადებებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე და წარუდგენს გამგებელს; „ჰ) მეთოდურ დახმარებას უწევს გამგებლის წარმომადგენლებს, აძლევს მათ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს; კოორდინაციას უწევს გამგებლის წარმომადგენლებისათვის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, მუნიციპალური პროგრამების პროექტებს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის გაცნობას. ახდენს გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების შეგროვებას, ანალიზს და წარუდგენს გამგებელს სისტემატიზებული სახით;“; ვ) დადგენილების დანართი №1-ის სახით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსიის „ე“ ქვეპუნქტი: „გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება“; ზ) დადგენილების დანართი №1-ის სახით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ – „ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას; თ) დადგენილების დანართი №3-ის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მართვას, მუნიციპალური ბიუჯეტის შემუშავებას და შესრულებას, კანონით დადგენილი წესით საფინანსო ოპერაციების წარმოებას და საბუღალტრო აღრიცხვას.“ ი) დადგენილების დანართი №3-ის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის „ფ“ – „ხ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; კ) დადგენილების დანართი №3-ის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ლ) დადგენილების დანართი №7-ის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის თ1 ქვეპუნქტი: „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას“; მ) დადგენილების დანართი №7-ის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის თ2 ქვეპუნქტი: „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტარანთა სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები