„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016217
10
24/04/2015
ვებგვერდი, 29/04/2015
010260020.35.152.016217
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2015 წლის 24 აპრილი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის  №25 დადგენილებაში (matsne.gov.ge; 03/10/2014; 010260020.35.152.016189). კერძოდ, დადგენილების დანართი №1-ის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“

ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „მუნიციპალური შესყიდვების სამსახური“;

დ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „გამგებლის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის;, ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს;“;

ე) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „გამგებლის მოადგილე ხელმძღვანელობს გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი