დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.171.016073 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/04/2015 - 07/03/2016)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება (დანართი 2). |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/02/2015 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016062). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 |
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
| მუხლი 1 |
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე (დანართი №2).
2. მიწის ნორმატიული ფასი 1კვ.მ მიწის ფართობისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG x ITL x C x K სადაც: ა) CN – არის I მ2 არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ბ) IMG - არის ოზურგეთს მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52 ლარს. გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი; გ.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში-1.2; გ.ბ) ქალაქი შუალედურ ზონაში-1.0; გ.გ) ქალაქის პერიფერიულ ზონაში-0.7; დ) C- არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ2-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K- არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის; ე.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში 50-ს. ე.ბ) ქალაქის შუალედური ზონისათვის 30-ს. ე.გ) ქალაქის პეროფერიული ზონისთვის 25-ს. |
| მუხლი 2 |
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
დანართი №2 |
ქალაქ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები