დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.171.016112 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/03/2016 - 13/02/2017)
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ,, სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება (დანართი 2).
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 აპრილის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016073).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე (დანართი №2).
2. მიწის ნორმატიული ფასი 1კვ.მ მიწის ფართობისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN – არის I მ2 არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG - არის ოზურგეთს მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52 ლარს. გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი; გ.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში – 1.2; გ.ბ) ქალაქი შუალედურ ზონაში – 1.0; გ.გ) ქალაქის პერიფერიულ ზონაში – 0.7; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ2-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის; ე.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში 50-ს; ე.ბ) ქალაქის შუალედური ზონისათვის 30-ს; ე.გ) ქალაქის პეროფერიული ზონისთვის 25-ს. |
| მუხლი 2 |
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
დანართი №2
|
ქალაქ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები