აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016205
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
21/04/2015
ვებგვერდი, 22/04/2015
010250000.35.110.016205
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/04/2015 - 01/09/2015)

 

 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2015 წლის 21 აპრილი

ქ. აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

          საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,აბაშის მუნიციპალიტეტის სარებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილების მე-16  მუხლის  შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული

ხარჯების  ანაზღაურების  წესი და ოდენობა


მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
    ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას.

მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
    საკრებულოს თითოეული წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 3. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება
ა) საკრებულოს წევრების მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად;

ბ) ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.


მუხლი 4. ანაზღაურების განხორციელება
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.