„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016272
9
01/05/2017
ვებგვერდი, 05/05/2017
010250000.35.110.016272
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 1 მაისი

აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.110.016205) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს თითოეული წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე