დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 690 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018988 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №69 0
2015 წლის 3 აპრილი
ქ.თბილისი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მარტის №605 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,სამშენებლო, სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების, შესაბამისი აღჭურვისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად - 23 561 000 (ოცდასამი მილიონ ხუთას სამოცდაერთი ათასი) ლარი;
ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ოლიმპიური ფესტივალის გახსნა-დახურვის ოფიციალური ცერემონიალის ნაწილობრივი, ფესტივალის საორგანიზაციო ადმინისტრაციული ხარჯების, ფესტივალის პოპულარიზაცია/რეკლამირების, ჩამოსული სპორტსმენებისა და დელეგატების ტრანსპორტირების, განთავსების, კვების, სამედიცინო და სხვა დანარჩენი ხარჯების დაფინანსებისათვის - 6 439 000 (ექვსი მილიონ ოთხას ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები