„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3/6
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016602
3/6
28/03/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
010250020.35.111.016602
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №3/6

2024 წლის 28 მარტი

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 აპრილის №9/12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016263) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 21  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, რომლებიც ეწევიან  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, მუნიციპალური ტრანსპორტით -ავტობუსებით   (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების ქონების გადასახადი შეადგენს  0,001  პროცენტს – 2027 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა