დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.153.016271 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/04/2015 - 30/03/2018)
|
,,სპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 2014 წლის 8 აგვისტოს №4 დადგენილებით დამტკიცებული ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების’’ მე-3 პუნქტის ,,ე.ზ’’ ქვეპუნქტისა და ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №19 დადგენილების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო, დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
| მუხლი 1 |
მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, დამტკიცებული ფულადი ჯილდოების ოდენობები:
1.1 უფროსებში მსოფლიო ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 3 000 ლარი; მწვრთნელი - 1 000 ლარი; II. ადგილი - სპორტსმენი -1 500 ლარი; მწვრთნელი - 500 ლარი; III. ადგილი - სპორტსმენი - 1 000 ლარი მწვრთნელი - 400 ლარი;
1.2 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) მსოფლიო ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი 300 ლარი; II. ადგილი - სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი; III . ადგილი - სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი;
1.3 უფროსებში მსოფლიო ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 1 500 ლარი; მწვრთნელი - 500 ლარი; II. ადგილი სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი - 400 ლარი; III. ადგილი სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი -300 ლარი;
1.4 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) მსოფლიო ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი; II . ადგილი - სპორტსმენი 500 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი; III. ადგილი - სპორტსმენი 300 ლარი; მწვრთნელი - 100 ლარი;
1.5 უფროსებში ევროპის ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 1 500 ლარი; მწვრთნელი - 500 ლარი; II. ადგილი - სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი - 400 ლარი; III. ადგილი - სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი - 300 ლარი;
1.6 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) ევროპის ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი - სპორტსმენი - 600 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი; II. ადგილი - სპორტსმენი - 400 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი; III. ადგილი - სპორტსმენი -300 ლარი; მწვრთნელი - 100 ლარი;
1.7 უფროსებში ევროპის ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი - 400 ლარი; II .ადგილი სპორტსმენი - 700 ლარი; მწვრთნელი - 300 ლარი; III .ადგილი სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი 200 ლარი;
1.8 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) ევროპის ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I. ადგილი სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი; II . ადგილი სპორტსმენი 300 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი; III. ადგილი სპორტსმენი - 200 ლარი; მწვრთნელი - 100 ლარი;
1.9. უფროსებში საქართველოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I . ადგილი სპორტსმენი -1 000 ლარი; მწვრთნელი - 300 ლარი;
1.10 ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) საქართველოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში;
I . ადგილი სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი - 150 ლარი;
1.11 უფროსებში საქართველოს ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში;
I . ადგილი სპორტსმენი - 500 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი;
1.12. ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) საქართველოს ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში; I . ადგილი : სპორტსმენი - 300 ლარი; მწვრთნელი - 100 ლარი;
1.13. დიდებში ოლიმპიური ჩემპიონი;
I. ადგილი სპორტსმენი - 5 000 ლარი; მწვრთნელი - 2 500 ლარი; II. ადგილი სპორტსმენი - 4 000 ლარი; მწვრთნელი - 2 000 ლარი; III . ადგილი სპორტსმენი _ 3 000 ლარი; მწვრთნელი - 1 500 ლარი;
1.14 . ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზემოთ) ოლიმპიური ჩემპიონი;
I . ადგილი სპორტსმენი - 1 500 ლარი; მწვრთნელი - 400 ლარი; II . ადგილი სპორტსმენი - 1 000 ლარი; მწვრთნელი - 300 ლარი; III . ადგილი სპორტსმენი - 800 ლარი; მწვრთნელი - 200 ლარი; |
| მუხლი 2 |
ნიჩბოსნობაში ორ ან მეტ ეკიპაჟიანი ნავის მონაწილეობის შემთხვევაში ფულადი ჯილდოს ოდენობა:
1. ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატში ორ ან მეტ ეკიპაჟიანი ნავის მონაწილეობის შემთხვევაში ფულადი ჯილდო გადაეცეს გამარჯვებულ ეკიპაჟს: დიდებში - 1 000 ლარი, 2. ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზევით) - 500 ლარი. |
| მუხლი 3 |
გუნდურ სახეობებში (ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი და სხვა გუნდური სახეობები) გამარჯვებულ გუნდზე და მათ მწვრთნელებზე ფულადი ჯილდოს გაცემის და თანხის რაოდენობის თაობაზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
| მუხლი 4 |
ფულადი ჯილდო გადაეცეთ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც საწრთვნელ საქმიანობას ახორციელებენ მცხეთის მუნიციპალიტეტიში და რომელთა მიერ მომზადებულმა მცხეთელმა სპორტსმენებმა დაიკავეს დანართში მითითებული საპრიზო ადგილები. |
| მუხლი 5 |
საქართველოს ჩემპიონატში ერთი სპორტსმენის მიერ ერთი ან მეტი პირველ ადგილის დაკავების შემთხვევაში, ფულადი ჯილდო აუნაზღაურდეს ერთი სრულად, ხოლო დანარჩენის 30 % -ის ოდენობით. |
| მუხლი 6 |
საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამოდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ფულადი ჯილდო აუნაზღაურდეს ერთი სრულად, ხოლო დანარჩენი 30 % -ის ოდენობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები