დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.153.016433 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/04/2018 - 08/04/2021)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დაწესდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო და მისი ოდენობები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
გუნდურ სახეობებში (ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი და სხვა გუნდური სახეობები) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გამარჯვებულ გუნდზე და მათ მწვრთნელებზე გადასაცემი ფულადი ჯილდოს ოდენობა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინადადების საფუძველზე, განსაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ –
განკარგულებით.
|
| მუხლი 3 |
1. საქართველოს ჩემპიონატში ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთი ან მეტი პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს გადაეცეს ერთი სრული ფულადი ჯილდო და დანარჩენის შემთხვევაში სრული ოდენობის 30 %. 2. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფულადი ჯილდო და დანარჩენის შემთხვევაში სრული ფულადი ჯილდოს 30%. |
| მუხლი 4 |
ფულადი ჯილდო გადაეცეთ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებებში და რომელთა მიერ მომზადებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სპორტსმენმა დაიკავეს დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრული საპრიზო ადგილები.
|
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №21 დადგენილება www.matsne.gov.ge, 02/04/2015, (190040000.35.153.016271) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოების დაწესების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/01/2017, 190040000.35.175.016135).
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი #1
|
1. მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში
(უფროსი ასაკი) I ადგილი – 3 000 ლარი მწვრთ. – 1 000 ლარი. II ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 500 ლარი. III ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 400 ლარი.
2. მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 300 ლარი. II ადგილი – 700 ლარი მწვრთ. – 200 ლარი. III ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 150 ლარი.
3. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 500 ლარი. II ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 400 ლარი. III ადგილი – 700 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
4. მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I ადგილი – 700 ლარი მწვრთ. – 200 ლარი. II ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 150 ლარი. III ადგილი – 300 ლარი მწვრთ. – 100 ლარი.
5. ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I - ადგილი - 1 500 ლარი მწვრთ. – 500 ლარი. II - ადგილი - 1 000 ლარი მწვრთ. – 400 ლარი. III - ადგილი - 700 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
6. ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I ადგილი – 600 ლარი მწვრთ. – 200 ლარი. II ადგილი – 400 ლარი მწვრთ. – 150 ლარი. III ადგილი – 300 ლარი მწვრთ. – 100 ლარი.
7. ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 400 ლარი. II ადგილი – 700 ლარი მწვრთ. – 300 ლარი. III ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 200 ლარი.
8. ევროპის ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 200 ლარი. II ადგილი – 300 ლარი მწვრთ. – 150 ლარი. III ადგილი – 200 ლარი მწვრთ. – 100 ლარი.
9. საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
10. საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ))
I ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 150 ლარი.
11. საქართველოს ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაში (უფროსი ასაკი) I ადგილი – 500 ლარი მწვრთ. – 200 ლარი.
12. საქართველოს ჩემპიონატი არაოლიმპიურ სახეობაში (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ))
I ადგილი – 300 ლარი მწვრთ. – 100 ლარი.
13. მსოფლიო ოლიმპიური თამაშები (უფროსი ასაკი) I ადგილი – 5 000 ლარი მწვრთ. – 2 500 ლარი. II ადგილი – 4 000 ლარი მწვრთ. – 2 000 ლარი. III ადგილი – 3 000 ლარი მწვრთ. – 1 500 ლარი.
14. მსოფლიო ოლიმპიური თამაშები (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ)) I ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 700 ლარი. II ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 500 ლარი. III ადგილი – 800 ლარი მწვრთ. – 400 ლარი.
15. ევროპის ოლიმპიური თამაშები (უფროსი ასაკი) I ადგილი – 2 000 ლარი მწვრთ. – 1 000 ლარი. II ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 700 ლარი. III ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 500 ლარი.
16. ევროპის ოლიმპიური თამაშები (ახალგაზრდები, ჭაბუკები (16 წლის და ზემოთ))
I ადგილი – 1 000 ლარი მწვრთ. – 500 ლარი. II ადგილი – 800 ლარი მწვრთ. – 400 ლარი. III ადგილი – 600 ლარი მწვრთ. – 300 ლარი.
17. საქართველოს ფალავანი (ქართული ჭიდაობა) I ადგილი – 1 500 ლარი მწვრთ. – 500 ლარი.
18. ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატში ორ ან მეტეკიპაჟიანი ნავით მონაწილეობის შემთხვევაში ფულადი ჯილდო გადაეცეს გამარჯვებულ ეკიპაჟს:
დიდებში – 1000 ლარი, ახალგაზრდებში, ჭაბუკებში (16 წლის და ზევით) – 500 ლარი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები