დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016181 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/03/2015 - 01/12/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.7 პუნქტით დამტკიცებული საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 7). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების, ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების, ქსელური და ვებ-ორიენტირებული ტექნოლოგიების, პროგრამირების ენების ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Linux) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS Visual Fox Pro, MS SQL Server), პროგრამირების ენების (DELPHI, C, C++, Transact-SQL), ქსელური და ვებ-ორიენტირებული ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა, კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, კომპიუტერული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა; დ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების პრინციპების ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის გამოცდილება; გ) თანამედროვე ოპერაციული სისტემების (MS Windows 2008/ Windows 7/ Windows 8), საოფისე (MS Office) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS SQL Server, MS Access, MS Visual Fox Pro), პროგრამირების ენების (Borland Pascal, C, Transact-SQL) ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 4 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის კორპორატიული ქსელებისა და კომპიუტერული უსაფრთხოების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, ქსელური ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროტოკოლების (TCP/IP Protocol, FTP/HTTP/SMTP... Protocol, IIS, Apache, DNS, NAT, VPN,Routing, Iptables, Squid) ,აგრეთვე, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Rad Hat Enterprise Linux, CentOS, VMWare ESX) ღრმა ცოდნა და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, პროგრამირების ენების (MS Visual Fox Pro, MS SQL Server) მუშაობის პრინციპების ცოდნა; დ) კომპიუტერული უსაფრთხოების პრინციპების ღრმა ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 5 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის კორპორატიული ქსელებისა და კომპიუტერული უსაფრთხოების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, ქსელური ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროტოკოლების (TCP/IP Protocol, FTP/HTTP/SMTP... Protocol, IIS, Apache, DNS, NAT, VPN,Routing, Iptables, Squid) ცოდნა, აგრეთვე, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Rad Hat Enterprise Linux, CentOS, VMware ESX) და სხვადასხვა გამოყენებითი პროგრამული საშუალებების მუშაობის პრინციპების ცოდნა; დ) კომპიუტერული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 6 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ზოგადი პრინციპების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS SQL Server, My SQL, Oracle, MS Access), პროგრამირების ენების (DELPHI, C, C++, Transact-SQL) ღრმა ცოდნა, კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, კომპიუტერული უსაფრთხოების საფუძვლების, ქსელური და ვებ-ორიენტირებული ტექნოლოგიების, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Linux) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 7 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის გამოცდილება; გ) თანამედროვე ოპერაციული სისტემების (MS Windows 2008/ Windows 7/ Windows 8), საოფისე (MS Office) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS Visual Fox Pro, MS SQL Server), პროგრამირების ენების (Borland Pascal, C, Transact-SQL) ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები