დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016223 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/12/2015 - 27/06/2017)
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 26 მარტის №17/2015 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების, ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების, ქსელური და ვებორიენტირებული ტექნოლოგიების, პროგრამირების ენების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ქსელების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Rad Hat Enterprise Linux, CentOS, VMware ESX) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS Visual Fox Pro, MS SQL Server), პროგრამირების ენების (DELPHI, C, C++, Transact-SQL), ქსელური და ვებ-ორიენტირებული ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა, კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, კომპიუტერული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა; დ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების პრინციპების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ქსელების მართვის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების, ქსელური ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროტოკოლების (TCP/IP Protocol, FTP/HTTP/SMTP... Protocol, IIS, Apache, DNS, NAT, VPN,Routing, Iptables, Squid) ცოდნა, აგრეთვე, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Rad Hat Enterprise Linux, CentOS, VMware ESX) და სხვადასხვა გამოყენებითი პროგრამული საშუალებების მუშაობის პრინციპების ცოდნა; დ) კომპიუტერული უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 4 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ზოგადი პრინციპების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS SQL Server, My SQL, Oracle, MS Access), პროგრამირების ენების (DELPHI, C, C++, Transact-SQL) ღრმა ცოდნა, კომპიუტერული ქსელების აგებისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების,კომპიუტერული უსაფრთხოების საფუძვლების, ქსელური და ვებ-ორიენტირებული ტექნოლოგიების, თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა (MS Windows, Linux) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 5 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის გამოცდილება; გ) თანამედროვე ოპერაციული სისტემების (MS Windows 2008/ Windows 7/ Windows 8), საოფისე (MS Office) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS SQL Server, MS Access, MS Visual Fox Pro), პროგრამირების ენების (Borland Pascal, C, Transact-SQL) ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 6 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ მეცნიერებებში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის გამოცდილება; გ) თანამედროვე ოპერაციული სისტემების (MS Windows2008/ Windows 7/ Windows 8), საოფისე (MS Office) და გამოყენებითი პროგრამული საშუალებების, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების (MS Visual Fox Pro, MS SQL Server), პროგრამირების ენების (Borland Pascal, C, Transact-SQL) ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) ცესკოს რეგლამენტი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები