დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016179 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/03/2015 - 01/12/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.4 პუნქტით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 4). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ან საქმისწარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; თ) ცესკოს რეგლამენტი; ი) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და რეგისტრაციების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ან საქმისწარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”; ზ) ცესკოს რეგლამენტი; თ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და რეგისტრაციების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 4 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და რეგისტრაციების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარები; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 5 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი; ზ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 6 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 7 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები