დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016221 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/12/2015 - 27/06/2017)
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 26 მარტის №15/2015 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ან საქმისწარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; თ) ცესკოს რეგლამენტი; ი) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ან საქმისწარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”; ზ) ცესკოს რეგლამენტი; თ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 4 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარები; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 5 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის რეგისტრაციების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) საარჩევნო რეგისტრაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 6 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის რეგისტრაციების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 7 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის რეგისტრაციების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. ვ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) დეპარტამენტის დებულება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები