დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“, „აზიის განვითარების ბანკს“, „საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასა“ და შპს „კორომხეთი ჯორჯიას“ შორის დასადები ხელშეკრულებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 535 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018807 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №535
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“, „აზიის განვითარების ბანკს“, „საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასა“ და შპს „კორომხეთი ჯორჯიას“ შორის დასადები ხელშეკრულებების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“, „აზიის განვითარების ბანკსა“ და „საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციას“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ და შპს „კორომხეთ ჯორჯიას“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი.
3. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი.
4. მოწონებულ იქნეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი.
5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები