ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016256
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
20/03/2015
ვებგვერდი, 25/03/2015
010250000.35.114.016256
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/03/2015 - 31/07/2015)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2015 წლის 20 მარტი

დ. ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის (საჯარო/ელექტრონული) ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდისა და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის   ქონების  აუქციონის (საჯარო/ელექტრონული)  ფორმით   პრივატიზებისას,  ბიჯის  სიდიდე განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 %-ის ოდენობით.
მუხლი 2
ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  ქონების  აუქციონის (საჯარო)   ფორმით  პრივატიზებისას, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე