დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის (საჯარო/ელექტრონული) ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდისა და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016268 |
26
31/07/2015
ვებგვერდი, 07/08/2015
010250000.35.114.016268
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის (საჯარო/ელექტრონული) ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდისა და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის (საჯარო/ელექტრონული) ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდისა და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 მარტის №
15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის №
27344 სამართლებრივი დასკვნის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 მარტის №
15 დადგენილებაზე) საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ცვლილება შევიდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის (საჯარო/ელექტრონული) ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდისა და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 მარტის №
15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 25.03.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016256) და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. |
| მუხლი 2 |
ცვლილება შევიდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის (საჯარო/ელექტრონული) ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდისა და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 მარტის №
15 დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
ю |
| მუხლი 3 |
ცვლილება შევიდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის (საჯარო/ელექტრონული) ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდისა და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 მარტის №
15 დადგენილებაში და ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლი. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები