გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016265
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
13/03/2015
ვებგვერდი, 18/03/2015
190040000.35.148.016265
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/03/2015 - 12/06/2015)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 13 მარტი

ქ.გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და  61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. განესაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;

გ) საკუთარ  ამომჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხი შეხვედრისათვის.

       2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან შეასრულებს მხოლოდ ორს, მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა 20%-ის გამოკლებით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორს მაინც, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა.

     3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

   4. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი  (გარდა თანამდებობის პირებისა) თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად, უსასყიდლოდ და არ არის შეზღუდული თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებთან ნებაყოფლობითი შეხვედრის რაოდენობით.

    5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

     6. საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვისათვის, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.

      7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:

ა)   შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ)   შეხვედრის თემატიკა.;

გ) ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი