დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 მარტის №18 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.148.016273 |
26
12/06/2015
ვებგვერდი, 17/06/2015
190040000.35.148.016273
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 მარტის №18 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 მარტის №18 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 18/03/2015; 190040000.35.148.016265) „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განესაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის; ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად; გ) საკუთარ ამომრჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხი შეხვედრისათვის“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები