დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 78 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016737 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში.“. |
2.
მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილების შემთხვევაში – საფოსტო გზავნილების ნუსხით.“. |
3.
მე-9 მუხლის პირველი პუნქტის: |
ა)
„მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საბაჟო დეკლარაციის (საფოსტო გზავნილების დეკლარაციის გარდა) წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;”; |
ბ)
„ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საფოსტო გზავნილების ნუსხით დეკლარირებული საფოსტო გზავნილებისა.“. |
4.
მე-18 მუხლის 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:
„72. საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილია გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.“. |
5.
მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საქონელზე ან/და აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“. |
6.
21-ე მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო დეკლარაციის სახეებია: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია; გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია; დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია; ე) ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია; ვ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია.“; |
ბ)
მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.“. |
7.
„დანართი №IV-01” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
8.
46-ე მუხლის: |
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) გაფორმება“; |
ბ)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილები (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საგადასახადო ორგანოს წარედგინება გადამზიდველის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხებით: ა) დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1 (დანართი №IX–03); ბ) დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2 (დანართი №IX–04); გ) დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3 (დანართი №IX–05).“; |
გ)
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხები, საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გადამზიდველის მიერ რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (rs.ge) საშუალებით, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდველის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება გაფორმების ორგანოს.“. |
9.
“დანართი №IX–02”-ის შემდეგ დაემატოს „დანართი №IX–03”, „დანართი №IX–04” და „დანართი IX–05“ თანდართული რედაქციით. |
10.
ინსტრუქციას დაემატოს IX1 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი IX1 ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება მუხლი 461. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია 1. საფოსტო გზავნილების დეკლარაციით (დანართი №IX1–02) შესაძლებელია გაფორმდეს: ა) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია); ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილებით გასატანი საქონელი. 2. საფოსტო გზავნილების დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას. 3. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების დეკლარაცია წარმოადგენს: ა) საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტს; ბ) იმპორტის საბაჟო დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად, რომლის დამუშავება (შემოწმება, შეფასება) ხორციელდება გზავნილზე შტრიხ-კოდის წამკითხველის გადატარებით, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. 4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების დეკლარაცია წარმოადგენს ექსპორტის საბაჟო დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად.
მუხლი 462. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება 1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №IX1–01). 2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. 3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. 4. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით (შემდგომში – საფოსტო გზავნილი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდველი ავსებს: ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №IX1–02) – საფოსტო გზავნილებზე, რომლებით შემოტანილი საქონლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია); ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას ან/და არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №IX1–03) (შემდგომში – ნუსხა №4). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდველი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს. 6. თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება ან/და სხვა მონაცემები დაუდგენელია, შესაძლებელია, საფოსტო გზავნილის მიმღების ან გადამზიდველის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდეს საქონლის ექსპერტიზა ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა. 7. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია, რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“, და ნუსხა №4, საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გადამზიდველის მიერ რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE„-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (rs.ge) საშუალებით, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდველის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება გაფორმების ორგანოს. 8. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება, საფოსტო გადამზიდველი ვალდებულია, ამავე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და წესით წარადგინოს ზოგადი დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებელი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ნუსხა №5 (დანართი № IX1–04) (შემდგომში – ნუსხა №5), რის შემდგომაც ზოგადი დეკლარირების ვადა იზრდება 5 სამუშაო დღით. 9. ნუსხა №4 წარმოადგენს საქონლის ზოგადი დეკლარირების, საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობამდე გადადგილებისა და დროებით შენახვის დოკუმენტს. 10. ნუსხა №4-ით წარდგენილ საქონელზე გადამზიდველი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საბაჟო საწყობში ან თავის საწყობში, რომელსაც მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის კოდი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული კლასიფიკატორის შესაბამისად და უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას; ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით); გ) ხელმოწერილი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია (რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. 11. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის/ლიცენზიის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად. 12. გადამზიდველს უფლება აქვს, განახორციელოს საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში ან/და ნუსხა №4-ში ცვლილების შეტანა გაფორმების ორგანოს მიერ მისი დამუშავების (შემოწმება, შეფასება) დაწყებამდე. 13. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება არ აღემატება დაუბეგრავ რაოდენობას, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში და ნუსხა №4-ში. 14. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.“. |
11.
462 მუხლის შემდეგ დაემატოს „დანართი №IX1–01“, „დანართი №IX1–02“, „დანართი №IX1–03“ და „დანართიIX1–04“ თანდართული რედაქციით. |
12.
55-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გაფორმების საგადასახადო ორგანოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან საფოსტო გზავნილების დეკლარაციის (დანართი № IX1–02) წარდგენით – საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები