დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.173.016082 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/03/2015 - 07/09/2015)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს: |
1.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანდართული ფორმა, დანართი 1-ის შესაბამისად. |
2.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი, დანართი 2-ის შესაბამისად. |
3.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი 3-ის შესაბამისად. |
4.
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი, დანართი 4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. |
| მუხლი 3 |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, ოქმის შედგენა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N -----
-------------- --------201 წელი -------------------------------- ოქმის შედგენის თარიღი ოქმის შედგენის ადგილი
----------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ---------------------------------
მუხლების დაცვით შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის შესახებ, რომ ---------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------- მისამართზე მდებარე (რიცხვი, თვე, წელი) (ოქმის შედგენის ადგილი)
---------------------------------------------------------------------------(ობიექტის დასახელება) ----------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, პირადი №; იურიდიული პირის შემთხვევაში - მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი
------------------------------------------------------------------------------------------ რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
---------------------- მუხლის --------------------------- ნაწილით.
მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა: -----------------------------------
მუხლი „ -------------------------------------------------------------------------- “
გამოიწვევს დაჯარიმებას -----------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------ ახსნა-განმარტება: (სახელი, გვარი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------- (ფიზიკური პირის სახელი, გვარი, / იურიდიული პირის დასახელება და წარმომადგენლის გვარი, სახელი)
განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება-მოვალეობები. მე, -------------------------------------------------------------------------------------- (დამრღვევის სახელი, გვარი) გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე), რასაც ვადასტურებ ხელმოწერით ------------------------- (სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა)
სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით: ოქმი შევადგინე: --------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
ოქმს გავეცანი : ------------------------------------------------------------ (სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა)
მოწმეები (თუ არიან): --------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
დაზარალებულები (თუ არიან): ------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
|
დანართი 2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 3
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. აღნიშნული წესის მიზანია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-ანგარიშგების დარეგულირება. |
მუხლი 2.
ოქმის მომარაგება და შენახვა |
1. ოქმის შეკვეთას ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. პოლიგრაფიული საწარმო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით). 3. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩაბარების უფლება აქვს საამისოდ აღჭურვილ პირს. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს ოქმის ფორმებს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსში. |
მუხლი 3.
ოქმის წარმოება |
1. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეძლება ხელი მოაწერონ აღნიშნულმა პირებმაც.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 4. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. |
მუხლი 4.
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი |
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირი ახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, აღრიცხვა-ანგარიშგებას. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული, ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმასთან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი. |
მუხლი 5.
პასუხისმგებლობა ოქმის წარმოების წესების დარღვევისათვის |
1.„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით. |
დანართი №4
აქტი № ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი ------ --------------------------- 20--- წ. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის შესახებ
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები