დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.173.016102 |
|
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის I პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 მარტის №15 დადგენილებაში (ვებგვერდი 17/03/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016082), კერძოდ:
|
1.
დამტკიცებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად.
|
2.
2015 წლის 1 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 მარტის №15 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა.
|
| მუხლი 2 |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N -----
-------- --------------------- 201 წელი -------------------------------------- -------------------------------------- ოქმის შედგენის თარიღი ოქმის შედგენის ადგილი
1. ოქმის შემდგენელი: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი)
2. სამართალდამრღვევი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, პირადი №; იურიდიული პირის შემთხვევაში - მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი)
3. გამოვლინდა, რომ ----------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)
4. აღნიშნული სამართალდარღვევა გათვალისწინებულია საქართველოს ---------------------------------
------------------------------- მუხლის ------ ნაწილით, რაზედაც ეკისრება პასუხისმგებლობა ------------------- დაჯარიმება
5. სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის, ------------------------------ ახსნა - განმარტება: (სახელი, გვარი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს ----------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი)
განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით
გათვალისწინებული პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება-მოვალეობები ---------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
7. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით:
ოქმი შევადგინე: ---------------------- ოქმს გავეცანი: -------------------------- (ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა) სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა)
მოწმეები (თუ არიან): -------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
დაზარალებულები (თუ არიან): ---------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
8. ოქმის ასლი ჩავიბარე: ---------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები