საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 429
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018743
  • Word
429
09/03/2015
ვებგვერდი, 16/03/2015
000000000.00.003.018743
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №429

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

 „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, დანართის შესაბამისად არ გავრცელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და დანართით გათვალისწინებული თითოეული სსიპ-ის შტატგარეშეების რაოდენობა განისაზღვროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროსთან შეთანხმებით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

დანართი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სია

1. სსიპ - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - არა უმეტეს 80 ერთეული;

2. სსიპ - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - არა უმეტეს 36 ერთეული;

3. სსიპ - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - არა უმეტეს 20 ერთეული;

4. სსიპ - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - არა უმეტეს 45 ერთეული;

5. სსიპ - თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - არა უმეტეს 40 ერთეული;

6. სსიპ - მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრი - არა უმეტეს 20 ერთეული;

7. სსიპ - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - არა უმეტეს 50 ერთეული;

8. სსიპ - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - არა უმეტეს 50 ერთეული;

9. სსიპ - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - არა უმეტეს 7 ერთეული;

10. სსიპ - ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი -არა უმეტეს 15 ერთეული;

11. სსიპ - ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - არა უმეტეს 14 ერთეული;

12. სსიპ - ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი -არა უმეტეს 12 ერთეული;

13. სსიპ - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - არა უმეტეს 14 ერთეული;

14. სსიპ - ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - არა უმეტეს 20 ერთეული;

15. სსიპ - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი - არა უმეტეს 30 ერთეული;

16. სსიპ - კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი - არა უმეტეს 30 ერთეული.