„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018765
  • Word
365
05/03/2015
ვებგვერდი, 16/03/2015
000000000.00.003.018765
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №365

 2015 წლის 5 მარტი

 ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში გადასაცემი ქონების (ქ. ბათუმში ანგისის დასახლებაში არსებული ორი უძრავი ნივთის - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: 05.32.01.049 და 05.32.01.316) შეძენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 2 263 500 (ორი მილიონ ორას სამოცდასამი ათას ხუთასი) ლარი და 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი