დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 359 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018759 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №359
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფი საავტომობილო გზის კმ117-კმ119 (კვარიათი-სარფი) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ) აღდგენა-გამაგრების, ქვათაცვენისგან დაცვის, ფერდობების გამაგრებისა და ქ. ბათუმში, ადლიის სანაპირო ზოლში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით:
ა) შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჭოროხი), მოიპოვოს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) მ3 საშენი მასალა (ტუფობრექჩია), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 726644.68 | 4599896.29 |
| 2 | 726689.49 | 4599950.93 |
| 3 | 726682.08 | 4599962.28 |
| 4 | 726657.00 | 4599966.00 |
| 5 | 726640.00 | 4599956.00 |
| 6 | 726573.05 | 4599952.03 |
| S = 0.39ჰა | ||
| WGS: 1984; | ||
ბ) შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია:
ბ.ა) უზრუნველყოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ.ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს, მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
ბ.გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
გ)შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი);
დ)შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
2. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტის (სამუშაოების) განსახორციელებლად საჭირო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 63 (სამოცდასამი) ინდივიდი ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa);
ბ) შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია:
ბ.ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ბ.ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა ბუნებრივი გარემოდან ამოღებით, ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი;
ბ.გ) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს ამ პუნქტით გათვალისწინებული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (ჭრის) დაგეგმილი ვადების შესახებ ;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები