ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 050030000.48.065.016014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
10/03/2015
ვებგვერდი, 11/03/2015
050030000.48.065.016014
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/03/2015 - 15/01/2016)

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №4

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ თავმჯდომარის 2015 წლის 10 მარტის №3  ბრძანებით დამტკიცებული „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო)  შემდეგი შემადგენლობით:

ნიკოლოზ გოგილიძე – სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

გიორგი კობეშავიძე - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ზინიკო ქობალია - საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი;

მირანდა მელქაძე – საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი;

ზურაბ გოგლიაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;

მარიამ კობიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარენიკოლოზ გოგილიძე