დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2015 წლის 10 მარტის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 10/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050030000.48.065.016023 |
|
„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2015 წლის 10 მარტის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2015 წლის 10 მარტის №4 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 11/03/2015, სარეგისტრაციო კოდი 050030000.48.065.016014) დამტკიცებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში განხორციელდეს ცვლილება და საბჭოს შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნიკოლოზ გოგილიძე – სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; ირმა ქავთარაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; გიორგი კობეშავიძე – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ზინიკო ქობალია – საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი; მირანდა მელქაძე – საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი; ანა ლურსმანაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; ნინო მინდიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; სოფიო ჩანთაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ზურაბ ძნელაშვილი – საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე; ივანე მახარაძე – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები