პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016438
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
10/03/2015
ვებგვერდი, 11/03/2015
100110000.22.038.016438
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/03/2015 - 17/12/2015)

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №23

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

პატიმრობის კოდექსის 124 მუხლის მე-4 ნაწილისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა თანდართული დანართების (№1- №4 ) შესაბამისად. 
მუხლი 2
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უზრუნველყოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ახალ სამსახურებრივ ფორმაზე გადასვლა ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისამდე.

მუხლი 3
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 სექტემბრის №812 ბრძანებულებით დამტკიცებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის გამოყენება დასაშვებია ახალ სამსახურებრივ ფორმებზე სრულად გადასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი