დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სტატისტიკური სამუშაოების 2015 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 336 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018708 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №336
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
სტატისტიკური სამუშაოების 2015 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სტატისტიკური სამუშაოების 2015 წლის პროგრამა (დანართი №1) და სტატისტიკური სამუშაოების 2015 წლის პროგრამით გათვალისწინებული სტატისტიკური სამუშაოების მოცულობა (დანართი №2).
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (შემდგომში – საქსტატი), „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქსტატისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა და დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, უზრუნველყოს სტატისტიკური სამუშაოების 2015 წლის პროგრამის განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე, შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები