კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.149.016241
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
02/03/2015
ვებგვერდი, 10/03/2015
200140030.35.149.016241
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/03/2015 - 18/03/2016)

 

 კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2015 წლის 2 მარტი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ"  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დადგინდეს კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის ( თან ერთვის 1 ფურცლად) შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს კასპის ტერიტორიის ზონირება, დანართი №2-ის შესაბამისად ( თან ერთვის 1 ფურცლად).
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალდაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №6 დადგენილება  (www.matsne.gov.ge 20/02/2013; 200140030.35.149.016138).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე



დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში

არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

მიწის ნორმატიული ფასი


1. კასპში სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია კასპის ზონირების საფუძველზე შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMGXITLXCXK, სადაც:

ა)         CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)         IMG არის  კასპის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,47-ს;

გ)         ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა)      ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

გ.ბ)      შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ.გ)      პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;

დ)       C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე)         K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 25-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით  კასპში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

ცენტრალური ზონა

0.47

1.3

0.24

25

3.666

შუალედური ზონა

0.47

1

0.24

25

2.82

პერიფერიული ზონა

0.47

0.7

0.24

25

1.974

 

3. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.846 ლარს.
4. კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.705 ლარს.
5. კასპის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  კასპის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 65 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,833 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.

დანართი №2
კასპის ტერიტორიის ზონირება

ცენტრალური ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 1,3: გიორგი სააკაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთიდან ერეკლეს ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ქუჩა ე/წ წყალსაქაჩამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა წულუკიძის ქუჩისა და გორის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა.

შუალედური ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 1: ანტონოვსკაიას, თაყაიშვილის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, 26 მაისის ქუჩა, პაატას ქუჩა, თამარ მეფის, მაზნიაშვილის, სამთავისის, მეტეხის, ჯორჯიაშვილის, ლესელიძის, ერეკლეს, ჭონქაძის, ჯავახიშვილის, ცხვედაძის, კოტეტიშვილის, ნინოშვილის, მცხეთის, ერთაწმინდის, ყაზბეგის, შარიფაშვილის, წერეთლის, ფიროსმანის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, წულუკიძის, ბახტრიონის, ვახუშტის, გელათის, გორის, 9 ძმის, დადიანის, კოჯრის, მშვიდობის, ბახტაძის, კოლხეთის, ცაგარელის, 9 აპრილის, იას, გოგებაშვილის, ბარნოვის, ასათიანის, ორბელიანის, ჩახრუხაძის, პეტრიწის, ენგელსის, ფალიაშვილის, ლაშქარაშვილის, კრწანისის, ხოკრიშვილის, სარაჯიშვილის, ტოლსტოის, გამარჯვების, ფარნავაზის, მახარაძის ქუჩები, გიორგი სააკაძის ქუჩა, ერეკლეს ქუჩის გადაკვეთიდან ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოსტავას ქუჩა გორის ქუჩის გადაკვეთიდან ე/წ რუქამდე, არსენა მარაბდელის ქუჩა, ქვათახევის ქუჩა, კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილი ბოლომდე.

პერიფერიული ზონა ლოკალური ტერიტორიული ინდექსით 0,7: ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, კახეთის, აჭარის, თბილისის, ქართლის, ბორჯომის, მარაბდის, ვარძიის, თევდორეს, მაჩაბლის, კონსტიტუციის, მირიან მეფის, კელაპტრიშვილის, სანაპიროს, 300 არაგველის, გიორგი სააკაძის ქუჩის დასაწყისიდან ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთამდე, გიორგი სააკაძის ქუჩა-ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ბოლომდე, გრიშაშვილის, თავისუფლების გორგასლის ქუჩები, სოფ. ვარჯაანი, სოფ. მიქელწყარო, ხეთაგუროვი, შატბერაშვილი.