ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.113.016221
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
04/03/2015
ვებგვერდი, 11/03/2015
200140030.35.113.016221
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/03/2015 - 06/05/2015)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2015 წლის 4 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და “სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 


მუხლი 1. დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული   ფასი №1 დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 თებერვლის  №6 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი:200140030.35.113.016150. ვებგვერდი, 27/02/2014).

 


მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CN=IMG X I TL X C X K სადაც:

ა) CN _ არის 1მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
ბ) IMG _ არის ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52 ლარს.
გ) I TL _ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 1.0;
დ) C _ არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ2 –ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.
ე) K _ არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 80-ს;
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

ზონა

IMG G

I TLL

C

K

CN(ლარი)

1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში

0.52

1.0

0.24

80

9.984

 

3. დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მაჩვენებლის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 2.496 ლარს.
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 4.992 ლარს.