დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.113.016228 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ვებგვერდი, 23/09/2013 სარეგისტრაციო კოდი: 040110030.05.001.017056) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 4 მარტის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი, 11/03/2015 სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.113.016221) და დადგენილების დანართის: |
1.
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
2.
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.248 ლარს.“ |
3.
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 2.496 ლარს.“ |
4.
დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ხუთმაგი ოდენობით და შეადგენს 24.96 ლარს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები