დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.174.016061 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2015 - 07/04/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისათვის ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების რუკა და ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერის დოკუმენტი დანართი 2-ის შესაბამისად (თან ერთვის 5(ხუთი) ფურცლად). |
| მუხლი 2 |
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K განისაზღვროს 150-ის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL ზონების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა - 1,5; ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - 1,4; გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - 1,3; დ) შუალედური ზონა -1,0; ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა - 0,9; ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა - 0,8; ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა - 0,7. |
| მუხლი 4 |
განისაზღვროს 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი ზონის ქვეზონების მიხედვით დანართი 1-ის შესაბამისად (თან ერთვის 1(ერთი) ფურცლად) . |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
| მუხლი 1 |
ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება მიწის ნაკვეთის მდებარეობის ზონის და ქვეზონების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K , სადაც:
ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG - არის ქ. გორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,65-ს; გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: გ.ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა - 1,5; გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - 1,4; გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - 1,3; გ.დ) შუალედური ზონა - 1,0; გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა - 0,9; გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა - 0,8; გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა - 0,7; დ) C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის (ოცდაოთხი თეთრი) ტოლია; ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს. |
| მუხლი 2 |
დანართის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა - CN= 35.10 ლარი(ოცდათხუთმეტი ლარი და ათი თეთრი); ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა - CN= 32.76 ლარი(ოცდათორმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი); გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა - CN= 30.42 ლარი(ოცდაათი ლარი და ორმოცდაორი თეთრი); დ) შუალედური ზონა - CN= 23.4 ლარი(ოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი); ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა - CN= 21.06 ლარი(ოცდაერთი ლარი და ექვსი თეთრი); ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა - CN= 18.72 ლარი(თვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი); ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა - CN= 16.38 ლარი(თექვსმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი). |
დანართი 2
|
ქალაქ გორის ტერიტორიის ზონირება
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისათვის |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები