დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370160000.35.165.016202 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2015 - 26/02/2016)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქ.საგარეჯოს ტერიტორიის ზონირება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარაგულად ჩაითვალოს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
| ||||||||||||||
დანართი №2
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
CN=IMGXITLXCXK ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG - არის ქ.საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3-ს; გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის -1.3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის- 1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის- 0.7-ს. დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნისვნელობა 0.24 ლარის ტოლია. ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 75-ს.
ა) ქ. საგარეჯოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ცენტრალური ზონა
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა
ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და შეადგენს 2,16 ლარს. გ) დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის -ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.35 ლარს. დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტარციული ცენტრის -ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 2.70 ლარს. |
დანართი №3
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1კვ.მ-ზე
|
ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა; ბ) IMG - არის ქ.საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3-ს; გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის-1.3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის-1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის-0.7-ს. დ) C არის არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს. ე) K არის მიწის საიჯარო ქირის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერენცირებულია მე-3 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.
ცენტრალური ზონა
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები