დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370160000.35.165.016241 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/03/2016 - 18/04/2016)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ქ.საგარეჯოს ტერიტორიის ზონირება (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე, დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარაგულად ჩაითვალოს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილება.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
| ||||||||||||||
დანართი №2
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMGXITLXCXK , სადაც : ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ.საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის – 0.3-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0.7-ს. დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 75-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს: ა) ქ.საგარეჯოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ცენტრალური ზონა
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა
ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,16 ლარს; გ) დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის – ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.35 ლარს; დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტარციული ცენტრის – ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 2.70 ლარს. |
დანართი №3
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე
|
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატულ მეტრ მიწაზე საიჯარო ქირა დიფერენცირებულია ქ.საგარეჯოს ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMGXITLXCXK, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა; ბ) IMG არის ქ.საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის – 0.3-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის – 0.7-ს; დ) C არის არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K არის მიწის საიჯარო ქირის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერენცირებულია მე-3 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის საიჯარო ქირა 1 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დადგინდეს შემდეგი სახით:
ცენტრალური ზონა
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები