დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.166.016205 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
8
27/02/2015
ვებგვერდი, 04/03/2015
200230000.35.166.016205
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/03/2015 - 07/02/2020)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 34-ე მუხლის, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდუტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი, შენობის საწყისი საპრივატიზაციო ფასის 5%-ს ოდენობით. |
| მუხლი 2 |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური ქირა განისაზღვროს თითოეული ზონისათვის, დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს:
2.1. ცენტრალური ზონისთვის - 4,92 ლარი; 2.2. შუალედური ზონისთვის - 3,78 ლარი; 2.3. პერიფერიული ზონისთვის - 2,65 ლარი. |
| მუხლი 3 |
მუნიციპალიტეტის სოფლებში, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური zონისთვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 1,89 ლარს. |
| მუხლი 4 |
დასახლებათა შორის არეალებში მიწის საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისთვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით,რაც შეადგენს 1,89 ლარს. |
| მუხლი 5 |
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 1,89 ლარს. |
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის №4 დადგენილება;(გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:200230000.35.166.016132, 21.01.2014წ.) |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები