გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.166.016473
8
07/02/2020
ვებგვერდი, 13/02/2020
200230000.35.166.016473
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2020 წლის 7 თებერვალი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის  №669 დადგენილების 34-ე მუხლის, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საწყისი  წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი, შენობის საწყისი საპრივატიზაციო ფასის 5%-ის ოდენობით.
მუხლი 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური ქირა განისაზღვროს თითოეული ზონისათვის, დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს:

2.1. ცენტრალური ზონისთვის – 7,02 ლარი;

2.2. შუალედური ზონისთვის – 5,40 ლარი;

2.3. პერიფერიული ზონისთვის – 3,78 ლარი.

მუხლი 3
დასახლებათა შორის არეალებში მიწის საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისთვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 2,70 ლარს.      
მუხლი 4
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 2,70 ლარს.
მუხლი 5

მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge,  04/03/2015, 200230000.35.166.016205)
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.