მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 21/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.109.016145
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
26/02/2015
ვებგვერდი, 04/03/2015
200140030.35.109.016145
მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/03/2015 - 18/04/2016)

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 მარტის №5 დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია



დანართი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი


1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K სადაც:

ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG - არის მარტვილის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.4-ს;

გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც  უდრის 1-ს;

დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. მარტვილში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (lari)

0,4

1

0,24

50

4,80

 

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.92 ლარს.

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში   დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.44 ლარს.

5. მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,40 ლარს.