დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.110.016198 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/03/2015 - 01/09/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე- 2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების, 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ პუნქტების, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტების და მე-3 ნაწილის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ჰ“ პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 22-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №15 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი
(ქონების
) გადასახადის განაკვეთები
|
| მუხლი 1 |
ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები (გარდა მიწისა) განისაზღვროს:
ა) საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით; ბ) საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, გარდა ამ მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი; გ) სალიზინგო კომპანიისთვის, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე, ლიზინგი მთელი პერიოდის განმავლობაში, ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,5 პროცენტი; დ) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის (ფიზიკური პირი) - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,15 პროცენტი; ე) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახისათვის, საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტის ოდენობით; |
| მუხლი 2 |
მიწაზე (1 ჰექტარზე გადაყვანით) ქონების წლიური გადასახადი განისაზღვროს:
ა) სახნავისათვის (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის - 77 ლარის ოდენობით; ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 20 ლარი; გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 16 ლარი; დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის, ამ მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით დადგენილი გადასახადის შესაბამისი ოდენობით; ე) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის, შესაბამისი ლიცენზიით გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის 3 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
ქ. აბაშისათვის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,8-ით, ხოლო სოფლებისათვის 0,4-ით. |
| მუხლი 4 |
ქ. აბაშისათვის, 1 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადი განისაზღვროს 0,19 ლარით (0,8 x 0.24 =0.19, სადაც 0,24 ლარი არის წელიწადში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული 1 კვ.მ მიწის საბაზისო განაკვეთი ლარში), ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 0,01 ლარით (0,4 x 0.24 = 0,01 ლარი, ათწილადი დამრგვალებულია მეასედის სიზუსტით).
|
| მუხლი 5 |
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის გადასახადისაგან გათავისუფლდეს საცხოვრებელ სახლებზე და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, შესაბამისად - 250 კვ.მ. და 50 კვ.მ.-ის ოდენობით.
|
| მუხლი 6 |
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები