,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.110.016356
23
21/05/2018
ვებგვერდი, 22/05/2018
200130000.35.110.016356
,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2018 წლის 21 მაისი

აბაშა

,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  04.03.2015. სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.110.016198) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჰ2“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან სრულად გათავისუფლდეს:

ა)  საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი