დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.106.016159 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
10
25/02/2015
ვებგვერდი, 02/03/2015
010250000.35.106.016159
ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2015 - 31/05/2018)
|
ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი.
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის (შემდგომში - „წესი“) მიზანია განისაზღვროს უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესისთვის, ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება: |
ა)
უმწეოთა სასადილო - ხობის მუნიციპალიტეტში არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს; |
ბ)
ბენეფიციარი - პირი, რომელიც სარგებლობს უმწეოთა სასადილოს მომსახურებით. |
გ)
გამგეობა - დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირებას. |
დ)
რეგისტრაცია - უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის აღრიცხვა ბენეფიციარად; |
ე)
საცხოვრებელი ადგილი - პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ხოლო უმისამართოდ რეგისტრირებული პირისთვის - სარგებლობაში არსებული ფართობი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით. |
ვ)
სამსახური - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური. |
მუხლი 3.
ბენეფიციართა რეგისტრაცია |
1.
უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდგომში - „გამგებელი“). |
2.
განცხადებას თან უნდა ახლდეს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
3.
განცხადებას განიხილავს და ამ წესთან მის შესაბამისობას ადგენს სამსახური, 10 დღის ვადაში. |
4.
გამგებელი, სამსახურის წინადადების საფუძველზე, გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იღებს გამგეობაში განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა. |
მუხლი 4.
ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები |
1.
ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლის ოჯახიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ფულად დახმარებას. |
2.
გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. |
3.
გამგებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს სამსახური. |
მუხლი 5.
უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე |
გამგებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა. |
მუხლი 6.
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა |
გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ: |
ა)
ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ; |
ბ)
ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს; |
გ)
ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში; |
დ)
ბენეფიციარი 1 თვის განმავლობაში არ სარგებლობს უმწეოთა სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; |
ე)
ბენეფიციარი გარდაიცვალა. |
მუხლი 7.
უმწეოთა სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა |
უმწეოთა სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 120 ბენეფიციარით. |
მუხლი 8.
გარდამავალი დებულებები |
1.
პირი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ უმწეოთა სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე. ამ მიზნით სამსახური ამოწმებს ამ პუნქტში მითითებულ პირთა შესახებ არსებულ მონაცემებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის, ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. |
2.
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან/და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. |
2.
31/07/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
32 -
ვებგვერდი, 07/08/2018
1.
31/05/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
25 -
ვებგვერდი, 08/06/2018
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 31/07/2018
გამოქ. თარიღი : 07/08/2018
დოკუმენტის ნომერი : 32
„ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1
მიღების თარიღი : 31/05/2018
გამოქ. თარიღი : 08/06/2018
დოკუმენტის ნომერი : 25
„ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები