დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.106.016303 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის №1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge 02.03.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.106.016159) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის: |
ა)
მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მერია – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირებას;“; |
ბ)
მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამსახური – ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური.“; |
გ)
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს ხობის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომ - მერი).“; |
დ)
მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერი, სამსახურის წინადადების საფუძველზე, გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იღებს მერიაში განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა.“; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. 3. მერის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს სამსახური.“; |
ვ)
მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე მერი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა. მუხლი 6. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა მერი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ: ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა მერიას აღნიშნულის შესახებ; ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს; გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში; დ) ბენეფიციარი 1 თვის განმავლობაში არ სარგებლობს უმწეოთა სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.“; |
ზ)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გარდამავალი დებულებები 1. პირი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ უმწეოთა სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს მერიის მიერ, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე. ამ მიზნით სამსახური ამოწმებს ამ პუნქტში მითითებულ პირთა შესახებ არსებულ მონაცემებს და მერს წარუდგენს წინადადებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის, ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან/და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები