„2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018671
  • Word
284
19/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
000000000.00.003.018671
„2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №284

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2175 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართის:

1.  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;

ლევან რაზმაძე – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ბარაბაძე − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ალექსანდრე ტაბატაძე   –  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

კახა ოქროჯანაშვილი − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.“.

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ხუთი წევრისა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                  ირაკლი ღარიბაშვილი