სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 17/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.108.016215
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
23/02/2015
ვებგვერდი, 25/02/2015
370020000.35.108.016215
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/02/2015 - 12/02/2016)

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2015 წლის 23 თებერვალი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტის, „ე.გ“ ქვეპუნქტისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
 

     დამტკიცდეს ქ. სენაკის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).

მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილება.
მუხლი 4
 

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი



დანართი №1
 

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი


1. სენაკის  მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე სახელმწიფო და სენაკის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი (შემდეგში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი x ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ. სენაკის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო  განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

 ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში  უდრის 120-ს.

2. ამ დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. სენაკში მიწის ნორმატიული ფასი  დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,58

1,3

0,24

120

21,72

შუალედური ზონა

0,58

1

0,24

120

16,70

პერიფერიული ზონა

0,58

0,7

0,24

120

11,70

 

3. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური  ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,01 ლარს.
4. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,18 ლარს.
5. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით  და იგი შეადგენს 8,35 ლარს.  ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-3 და მე-4 პუნქტებით  დადგენილი ფასი.

დანართი 2

 

ქ. სენაკის ზონების აღწერა

ცენტრალური ზონა

1. მშვიდობის ქუჩა №156-197-დან ბოლომდე;

2. მიშა ღვინჯილიას ქუჩა;

3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე);

4. შოთა რუსთაველის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);

5. ცოტნე დადიანის ქუჩა;

6. ნოე შონიას ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);

7. დავით აღმაშენებლის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე  I შესახვევით;

8. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დასაწყისიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;

9. ბათუმის ქუჩა;

10. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა;

11. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა;

12. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე;

13. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა;

14. დავით ვაჰანიას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;

15. აკაკი წერეთლის ქუჩა;

16. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;

17. ახალგაზრდობის ხეივანი;

18. ვახტანგ გოგოლაძის სახელობის მოედანი;

19. წმინდა ნინოს ქუჩა;

20. მერაბ კოსტავას ქუჩა (ცოტნე დადიანის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე);

21. თამაზ კანკიას ქუჩა;

22. თავისუფლების ქუჩა;

23. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან  შოთა რუსთაველის ქუჩამდე;

24. შოთა რუსთაველის ქუჩის I და II ჩიხი;

25. შოთა ჩიქობავას ქუჩა;

26. ნესტორ ესებუას ქუჩა;

27. სოსო გეგელიას ქუჩა;

28. აკაკი ხორავას ქუჩა;

29. აპალონ გუნიას ქუჩა.

შუალედური ზონა

1. შოთა რუსთაველის ქუჩა დასაწყისიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;

2. ზურაბ ნაფეტვარიძის ქუჩა;

3. ნიზან ცერცვაძის ქუჩა შესახვევით;

4. გივი კარტოზიას ქუჩა;

5. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;

6. ნიკო ფიროსმანის ქუჩა;

7. აბესალომ საჯაიას ქუჩა;

8. ალექსანდრე დავითაიას ქუჩა;

9. დუტუ მეგრელის ქუჩა;

10. სამეგრელოს ქუჩა;

11. შოთა რუსთაველის ქუჩა;

12. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა;

13. გიორგი ურიდიას ქუჩა;

14. ომიანე კაჭარავას ქუჩა;

15. ფოთის ქუჩა;

16. ვახტანგ მეფის ქუჩა;

17. უნივერსტიტეტის ქუჩა;

18. რაკვერეს ქუჩა;

19. დავით ჭონქაძის ქუჩა;

20. დამიანე ჯიჯელავას ქუჩა;

21. ნიკო კეცხოველის ქუჩა;

22. კონსტანტინე სანაიას ქუჩა;

23. მერაბ კოსტავას ქუჩა მშვიდობის ქუჩიდან ბოლომდე;

24. გია ნადარეიშვილის ქუჩა;

25. გიორგი ლეონიძის ქუჩა;

26. რომან რუსიას ქუჩა;

27. დედის ქუჩა;

28. მოსე ნაროუშვილის ქუჩა;

29. სამტრედიის ქუჩა;

30. მშვიდობის ქუჩა დასაწყისიდან №156-მდე (შესახვევებით);

31. ალექსანდრე არჩაიას ქუჩა;

32. იგორ ნარმანიას ქუჩა;

33. ანტონ ნადარეიშვილის ქუჩა;

34. შავი ზღვის ქუჩა (შესახვევებით);

35. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;

36. ილია ჭავჭავაძის ქუჩა გიორგი ჭყონდიდელის ქუჩიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;

37. ტეხურის ქუჩა;

38. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;

39. გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;

40. არქეოპოლისის ქუჩა;

41. სოლომონ შამათავას ქუჩა (შესახვევით);

42. აკაკი ელიავას ქუჩა (შესახვევით);

43. სიმონ ჩიქოვანის ქუჩა;

44. ალექსი ბერის ქუჩა;

45. მედეას ქუჩა;

46. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა;

47. ნოკო ხურციას ქუჩა;

48. სულხან-საბას ქუჩა;

49. არსენას ქუჩა;

50. დავით ლოლუას ქუჩა ჩიხით;

51. დავით კლდიაშვილის ქუჩა;

52. თეოფანე დავითაიას ქუჩა;

53. აპოლონ გარუჩავას ქუჩა;

54. მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა (შესახვევით);

55. ზუგდიდის ქუჩა (შესახვევით);

56. დავით აღმაშენებლის ქუჩა ჩიხებით ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან ბოლომდე;

57. ზვიად გამსახურდიას ქუჩა;

58. ლევან II დადიანის ქუჩა (შესახვევით);

59. სანკტ-პეტერბურგის ქუჩა;

60. თბილისის ქუჩა ჩიხებით;

61. ვაჟა-ფშაველას ქუჩა;

62. ბაგრატიონის ქუჩა;

63. ნოე ცხვიტავას ქუჩა;

64. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა;

65. ძმები კანკავების ქუჩა;

66. კალისტრატე გრიგოლიას ქუჩა;

67. ჟიული შარტავას ქუჩა;

68. დომენტი ქობალავას ქუჩა;

69. ქუთაისის ქუჩა ჩიხებით;

70. ლევან თეფანიას ქუჩა ჩიხით;

71. ვარლამ განგიას ქუჩა;

72. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა;

73. დავით ვაჰანიას ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

74. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

75. მერაბ კოსტავას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

76. სოხუმის ქუჩა;

77. კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა;

78. ვენე არჩაიას ქუჩა ჩიხებით;

79. გუბაზ მეფის ქუჩა ჩიხით;

80. ანა კალანდაძის ქუჩა;

81. 26 მაისის ქუჩა;

82. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;

83. ბორჯომის ქუჩა ჩიხებით;

84. სენაკის ქუჩა;

85. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის ქუჩიდან ბოლომდე;

86. სურამის ქუჩა;

87. დავით გურამიშვილის ქუჩა;

88. ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა;

89. აქვსენტი ცაგარელის ქუჩა;

90. აგარაკის ქუჩა;

91. ალეკო შენგელიას ქუჩა;

92. ლეო ქიაჩელის ქუჩა;

93. ტიციან ტაბიძის ქუჩა;

94. აკაკი ხორავას ჩიხი;

95. გოჩა კაშიბაძის ქუჩა;

96. სერგო შენგელიას ქუჩა;

97. ვლადიმერ დემურიას ქუჩა;

98. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა;

99. კოტე მარჯანიშვილის ქუჩა;

100. შალვა დადიანის ქუჩა;

101. ინდიკო სანაიას ქუჩა;

102. გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა;

103.კოლხეთის ქუჩის დასავლეთი ნაწილი;

104. ლადო ასათიანის ქუჩა;

105. დავით დემურიას ქუჩა (ჩიხით);

106. ხოფერიას ქუჩა;

107. დემეტრე თავდადებულის ქუჩა;

108. შალვა ნუცუბიძის ქუჩა;

109. ნოდარ კანკიას ქუჩა (ჩიხით და შესახვევით);

110. გენო ადამიას ქუჩა;

111. სიმონ კალანდარაშვილის ქუჩა;

112. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა;

113. ვალერიან ჯანაშიას ქუჩა;

114. მელორ სტურუას ქუჩა ჩიხით;

115. შალვა ელიავას ქუჩა;

116. იპოლიტე ჩხეტიას ქუჩა ჩიხებით;

117. ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა;

118. გორის ჩიხი;

119. შეროზიას ქუჩა;

120. რეზო თაბუკაშვილის ქუჩა;

121. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა;

122. ლომიას ქუჩა;

123. რუსთავის ქუჩა;

124. გივი ღვინჯილიას ქუჩა;

125. ნატო ვაჩნაძის ქუჩა;

126. ივანე მაჩაბლის ქუჩის დასაწყისიდან (№1-№3) გივი ღვინჯილიას ქუჩამდე;

127. დავით აღმაშენებლის ქუჩის  I შესახვევი.

პერიფერიული ზონა

1. კოლხეთის ქუჩის აღმოსავლეთი ნაწილი შესახვევით;

2. სტალინის ქუჩა ჩიხებით;

3. ანტონ ფურცელაძის ქუჩა ჩიხებით;

4. პიერ კობახიძის ქუჩა;

5. ქუჯის ქუჩა;

6. ვახტანგ კალანდარაშვილის ქუჩა;

7. მთის კალთის ქუჩა;

8. შხეფის ქუჩა;

9. ჯიხას ქუჩა ჩიხით;

10. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა ჩიხებით;

11. თამარის ქუჩა;

12. თედო სახოკიას ქუჩა;

13. თედო სახოკიას ქუჩის შესახვევი;

14.  თედო სახოკიას ქუჩის I ჩიხი;

15. თედო სახოკიას ქუჩის II ჩიხი;

16. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დასაწყისიდან გიორგი ჭყონდიდელის ქუჩამდე;

17. ძმობის ქუჩა;

18. რემა შელეგიას ქუჩა;

19. ივანე მაჩაბლის ქუჩა მეორე შესახვევიდან ბოლომდე;

20. ივანე მაჩაბლის ქუჩა №1-№3-დან ბოლომდე;

21. ივანე მაჩაბლის ქუჩიდან სიმონ ჯანაშიას ქუჩის გადაკვეთამდე;

22. იგორ ნარმანიას ქუჩის გადაკვეთიდან სიმონ ჯანაშიას ქუჩის გადაკვეთამდე;

23. სიმონ ჯანაშიას ქუჩა ჩიხებით ბოლომდე.